![შსს ენმ-ის ოფისთან ძალოვანების მობილიზებას "ყოველდღიური გადაადგილებით" ხსნის](/uploads/news/149042797_436954287543848_7675329381106245129_n.jpg)
შსს-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა შენობასთან ყოველდღიურად გადაადგილდებიან თანამშრომლები და არაფერი არ ხდება განსაკუთრებული.
"აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ შსს-ს დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში. ფორმულას დამაზუსტებელ კითხვაზე, ყოველდიურად, ხელკეტებით ხელში ემზადებიან თუ არა ძალოვანები, უწყებაში ამბობენ იგივეს, რომ "დიახ, ყოველდღიურად ხდება გადაადგილება".
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დეპარტამენტის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები, სპეციალური აღჭურვილობით, ფარებითა და ხელკეტებით.